Saturday, March 28, 2020
Saturday, March 14, 2020
სოციალური პროექტი
პროექტის განმახორციელებელი
პედაგოგი და მისი საკონტაქტო ინფორმაცია
|
|
||||||||
პროექტის სახელწოდება
|
ერთად გადავარჩინოთ სხვისი სიცოცხლე!
|
||||||||
სამიზნე ჯგუფი
|
სსიპ ქალაქ გორის N11 საჯარო მოსწავლეები
|
||||||||
პროექტის ხანგრძლივობა
|
2 კვირა (14.02.2020–02.03.2020).
|
||||||||
პროექტში ჩართული
მოსწავლეების რაოდენობა
|
სსიპ ქალაქ გორის N11 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების
კლუბისა და სკოლის თვითმმართველობის წევრები
|
||||||||
პროექტის მიზანი
|
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ სოციალური უნარ–ჩვევები, გამოუმუშავდებათ პასუხისმგებლობა ინდივიდუალურად და ჯგუფში მუშაობისას.
|
||||||||
პროექტის აქტუალობა
|
სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარება
|
||||||||
მოკლევადიანი
შედეგები
|
მოსწავლეებს განუვითარდებათ ორგანიზების, პასუხისმგებლობის გადანაწილების
უნარები.
|
||||||||
გრძელვადიანი
შედეგი
|
ისწავლიან, როგორ დაგეგმონ და
წარმართონ სოციალური კამპანია
|
||||||||
პროექტის აღწერა
|
მასწავლებელმა გააცნო კლუბის წევრებს
და თვითმმართველობას პატარა გოგონას ისტორია, რომელიც არის მძიმე ავადმყოფი და ესაჭიროება გადაუდებელი ძვირადღირებული ოპერაცია და
ქიმიოთერაპია, რომლის თანხებიც მის ოჯახს არ გააჩნია. მოსწავლეებთან ერთად გადაწყდა, რომ შეგროვდეს სკოლის ბავშვებში მათ მიერ ხელნაკეთი აქსესუარები და სხვადასხვა ნივთები, მოეწყოს გამოფენა–გაყიდვა და შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხოს ბენეფიციარს. პროექტის განხორციელების ვადა განისაზღვრა 2
კვირით (14.02.2020–28.02.2020).
|
||||||||
სამოქმედო გეგმა
|
·
შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი და შეუდგნენ მუშაობას და ფუნქციების გადანაწილებას (14.02);
·
კლუბისა
და თვითმმართველობის წევრებმა, გააცნონ დაწყებითი, საბაზო და საშუალო ყველა კლასის მოსწავლეს და მასწავლებლებს აღნიშნული პროექტის შინაარსი (14.02);
·
მიმართონ სკოლის დირექციას და სთხოვონ ფართი, ასევე ის ნივთები, რომლებიც აუცილებელია გამოფენის მოწყობისთვის (17.02);
·
შეგროვდეს მოსწავლეთა ნამუშევრები, მომზადდეს ყველა საჭირო რესურსი გამოფენისთვის (18.02–27.02);
·
მოხდეს პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტით, ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარიგდეს მოსაწვევები გამოფენა–გაყიდვის შესახებ (18.02–27.02);
·
28.02–ში მოეწყოს გამოფენა–გაყიდვა, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევენ სკოლის თვითმმართველობა, პროექტის ხელმძღვანელი, მანდატურის სამსახური და სკოლის დარაჯები;
·
სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ დაითვალოს შემოსული თანხა და მოხდეს ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა ( 02.03.2020)
|
||||||||
მონიტორინგისა
და შეფასების სისტემის აღწერა
|
მასწავლებელი სისტემატურად აკვირდება მოსწავლეების მუშაობას და ჩართულობას,
საჭიროების შემთხვევაში აძლევს მიმართულებას
|
||||||||
საჭირო რესურსები
|
სკოლის შენობა, მერხები, სკამები, კომპიუტერი, პროექტორი, დინამიკები,
გამსაფენი ნივთები და სხვა
|
Subscribe to:
Comments (Atom)
https://sway.office.com/dxc0OvjKNUQXXglO
კლუბი "ევრიკა"- ხელმძღვანელი: ლია მელთაური
-
სოციალური პროექტი პროექტის განმახორციელებელი პედაგოგი და მისი საკონტ...